ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში უახლოეს საათებში სეტყვას და ქარს ელოდებიან

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს საათებში რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 17 ივნისს, უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია – ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, გამოიწვიოს წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

 

მსგავსი თემები