„საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ოპოზიციის სიხარული ნაადრევია“-კობახიძე

„გერმანიაში ვიზიტისას მქონდა კომუნიკაცია რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან,  ვიცე-პრემიერთან, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან, მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერიმა აღნიშნა, ნაადრევია ოპოზიციის სიხარული, რომ საქართველო დაისჯება.

„ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით, არავინ აპირებს, დასაჯოს საქართველო, მისი მოსახლეობა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ყველაფერი იქნება კარგად ქვეყნისთვის და ცუდად ოპოზიციისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბერლინში 11-12 ივნისს იყო, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი თემები