„პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს“ – ლიტვინენკო

“უკრაინაში რუსული არმიის დამარცხების შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს”, – განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ ლიტვინენკომ.

როგორც ლიტვინენკომ აღნიშნა, ასეთმა დამარცხებამ, შეიძლება, გამოიწვიოს რუსული “ფრონტების” დაშლა, ჯარიდან დეზერტირება და პროტესტი მოსკოვში.

ალექსანდრ ლიტვინენკოს განცხადებით, ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელსაც ნაკლები ძალა აქვს. მისი განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი გამოიყენებს სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს, რაც თითქმის უეჭველად გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს.

ლიტვინენკო ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის დამარცხება უკრაინის ბრძოლის ველზე ავტომატურად არ გამოიწვევს მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, ვინაიდან პუტინმა, შესაძლოა, სცადოს თავისი ხალხის დარწმუნება, რომ ასეთი დამარცხება რეალურად არის „გამარჯვება“.

 

მსგავსი თემები