,,ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს” – სტოლტენბერგი

ნატოში ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავენ. ინფორმაცია გაზეთ The Telegraph-თან ინტერვიუში ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაავრცელა.

„არ გავამხელ ოპერატიულ დეტალებს იმის შესახებ თუ რამდენი ბირთვული იარაღი უნდა იყოს საბრძოლო მზადყოფნაში, მაგრამ ამ საკითხებზე კონსულტაციები გვჭირდება. სწორედ ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ნატოს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი შესაძლოა მისი გამჭვირვალობა გახდეს, რომელიც ალიანსს დაეხმარება პირდაპირი გზავნილი მიიტანოს ოპონენტებამდე. მან აღნიშნა, რომ მთავარ მიზნად ხედავს მსოფლიოს ბირთვული იარაღის გარეშე.

„მაგრამ სანამ ის არსებობს, ბირთვულ ალიანსად ვრჩებით, იმიტომ რომ მსოფლიო, რომელშიც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვს ბირთვული იარაღი, ნატოს კი არა, უფრო სახიფათო იქნებოდა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ეს განცხადება გენერალურმა მდივანმა რუსეთისა და ბელარუსის არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების ფონზე გააკეთა.

მსგავსი თემები