მშვიდობის სამიტზე 80-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა შემაჯამებელ კომუნიკეს და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

კვირას, ოთხმოცზე მეტი ქვეყანა გამოვიდა მოწოდებით, უკრაინის ,,ტერიტორიული მთლიანობა” იყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი – მაგრამ რამდენიმე ქვეყანა არ შეუერთდა მას. მსოფლიო ლიდერები ორი დღით შეკრებილები იყვნენ შვეიცარიაში, უკრაინის სამშვიდობო სამიტზე. შეხვედრის ბოლო დღეს მათ ერთობლივი კომუნიკე მიიღეს.

სამიტი მიზნად ისახავდა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებას. მოსკოვი არ იყო მიწვეული სამიტზე, ხოლო ჩინეთმა, უარი თქვა ღონისძიებაში მონაწილეობაზე.

კომუნიკეში ნათქვამია, რომ გაეროს წესდება, ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი “შეიძლება და იქნება საფუძველი უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად”. ქვეყნების გარდა კომუნიკეს ხელს აწერენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

მონაწილეები ინდოეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, ტაილანდი, ინდონეზია, მექსიკა და არაბთა გაერთიანებული საამიროები იყვნენ მათ შორის, ვინც არ მოაწერა ხელი საბოლოო დოკუმენტს, რომელიც ფოკუსირებული იყო ბირთვული უსაფრთხოების, სურსათის უსაფრთხოებისა და პატიმრების გაცვლის საკითხებზე. კომუნიკეს ხელი არ მოაწერა ბრაზილიამაც, რომელიც “დამკვირვებლის” სტატუსი

ხელი არ მოაწერა ბრაზილიასაც, რომელსაც “დამკვირვებლის” სტატუსი აქვს და ჩინეთთან ერთად ცდილობდა მშვიდობის დასამყარებლად ალტერნატიული გზების შემუშავებას.

მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების მიმართ, რომლებიც მიღებულ იქნა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ და ითხოვდნენ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ და უპირობო გაყვანას და საომარი მოქმედებების შეწყვეტას.

მონაწილეები შემოიფარგლნენ სამი ძირითადი პუსტულატით:

ბირთვული ენერგიის უსაფრთხოება, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნება და უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის მიუღებლობა;

აზოვისა და შავი ზღვის უკრაინის პორტებთან და უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან სრული და უსაფრთხო წვდომის მნიშვნელობა, როგორც ელემენტი, რომელზეც დამოკიდებულია გლობალური სასურსათო უსაფრთხოება;

ყველა სამხედრო ტყვეს გათავისუფლება, ასევე დეპორტირებული და უკანონოდ დაკავებული უკრაინელი ბავშვებისა და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნება;

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა “პირველ ნაბიჯს მშვიდობისკენ და განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს ზოგიერთ ქვეყანასთან მეორე სამშვიდობო სამიტის მასპინძლობის საკითხზე.

მსგავსი თემები