ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზაში ტაქტიკური პაუზების ამოქმედებით უკმაყოფილოა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზაში ტაქტიკური პაუზების ამოქმედებით უკმაყოფილოა. ინფორმაციას  სააგენტო Reuters-ი ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, როდესაც ნეთანიაჰუმ ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების შესახებ გაიგო, თავდაცვის ძალების მეთაურს მკაფიოდ განუცხადა, რომ მისთვის ეს მიუღებელი იყო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის მიზნით, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ყოველდღიური „ტაქტიკური პაუზების“ შესახებ განაცხადეს. პაუზები დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე იმოქმედებს.

მსგავსი თემები