ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა გრძელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა გრძელდება. მერიაში შექმნილი სპეციალური კომისიის წევრები დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და მათ საჭიროებებს ეცნობიან.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, დილით მოსულმა ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ ცაგერის 12 სოფელში მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები, ვენახები და სახნავ-სათესი სავარგულები დაუზიანა.

მსგავსი თემები