“საქართველოს კურსი არის ევროპული მომავალი“- კალაძე

“საქართველოს კურსი არის ევროპული მომავალი. თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ამ გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად”- ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძეუკრაინის მშვიდობის სამიტზე მსოფლიო ლიდერების განცხადებები.

კალაძის განცხადებით, საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები არის სპეკულაციები, სიცრუე და ბინძური კამპანიის ნაწილი.

„სხვა გზა მე არ ვიცი, ერთადერთი გზა არის ევროპული მომავალი. ეს მიზანმიმართული სპეკულაციები და განცხადებები არის სიცრუე და იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით მთელი თვეების განმავლობაში იყო“- განაცხადა კალაძემ.

 

მსგავსი თემები