„ვლადიმერ პუტინის წინადადება უკრაინაში მშვიდობის შესახებ არასერიოზულია“ – შოლცი

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებს არ განუხილავთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებები უკრაინაში მშვიდობის შესახებ, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს სერიოზული წინადადებები არ იყო”- ამბობს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი. შოლცის განცახდებით, პუტინის მიერ წაყენებული პირობები, რომ უკრაინასთან სამშვიდობი მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დატოვებს თავის ოთხ რეგიონს, შეწყვიტავს ბრძოლას და უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე – მხოლოდ შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის კონფერენციიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად.

„ყველამ იცის, რომ ეს წინადადება არასერიოზულია და კავშირშია შვეიცარიის მშვიდობის კონფერენციასთან“ – განაცხადა შოლცმა.

 

მსგავსი თემები