ორმა მასწავლებელმა შიმშილობა დაიწყო – აქცია განათლების სამინისტროსთან

განათლების სამინისტროსთან სკოლის დირექტორობის კანდიდატებმა პროტესტი გამართეს. მაია ეკალაძემ და დათო ფერაძემ ღამე უწყებასთან გაათენეს და შიმშილობა დაიწყეს. ისინი აცხადებენ, რომ დირექტორობის შესარჩევი პროცესი ფასადურია. ეკალაძის თქმით, გაუშვეს სკოლაში, სადაც კონკურსში მონაწილეობას მოქმედი დირექტორი იღებს და არავინ უცო პირს იქ არ აირჩევს.

,,27 მარტიდან გვაქვს შეტანილი განცხადება, გვინდა დირექტორების კონკურსზე პასუხისმგებელ პირთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, წინა კვირას ვუთხარი, რომ მივმართავთ რადიკალურ ფორმებს. არაფერ არ გაიგეს, არ გაითვალისწინეს მესამე თვე სრულდება დირექტორების კონკურსზე პასუხისმგებელ პირებს ვერ შეხვდით. ამ დროს გამოცხადდა შედეგები, გაგიშვეს სკოლებში, ოღონდ იმ სკოლებში, რომლებზეც ერთი სიტყვა არ გვითქვამს რადგან იქ, კონკურსში მონაწილეობის მიღებას აზრი არ ჰქონდა. მოქმედი დირექტორები მონაწილეობენ და შესაბამისად არავინ არ ირჩევს უცხო პირს, უცხო ადამიანს, როგორი ბრწყინვალეც არ უნდა იყოს ის”, – ამბობს მაია ეკალაძე.

რაც შეეხება დათო ფერაძეს მისი თქმით, “ფასადურად” ისეთ სკოლებში წარადგინეს, რომლებიც მათთვის პრიორიტეტული არ იყო.

მსგავსი თემები