უკრაინამ და აშშ-მ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ცნობილია, რომ აშშ G7-ის ქვეყნებიდან ბოლო და ჯამში მე-17 ქვეყანაა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერა.

დიდი შვიდეულის (G7) სამიტს წელს ფორუმის პრეზიდენტი ქვეყანა, იტალია მასპინძლობს. სამიტი ქალაქ ფასანოში 13 ივნისს დაიწყო და 15 ივნისამდე გაგრძელდება.

 

მსგავსი თემები