,,საქმე გავქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, ქვეყნის ინტერესებს” – პაპუაშვილი

,,საქმე გავქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, ქვეყნის ინტერესებს. ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ, ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით და რა კარნახიც მოსდის ამა, თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ისე იქცევა”, – ამის შესახებ საქარტველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან დაკავშირებით განუცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა აქამდე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ღირსების ორდენებით დაჯილდოვებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისა და მის მიმართვას.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა და მე ჯერ კიდევ 4 აპრილს მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი საფეხბუთო ნაკრების წევრების, ისევე, როგორც სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოვების წერილით. დღემდე ჩვენ არ გვაქვს მისი პასუხი და ხელმოწერა ამ დოკუმენტზე, რაც რა თქმა უნდა, არის სამწუხარო. საერთო ჯამში აჩვენებს მის სახელმწიფოებირვ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ.

არის ცალკეული საკითხები, რომელსაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს ხოლმე, თუმცა როცა სახელმწიფოებრივი საკითხებია, ამ მხრივ არანაირი პასუხი არ არის მისი მხრიდან. ეს ერთის მხრივ სამწუხაროა, თუმცა მეორეს მხრივ, გასაგებია, რადგან ჩვენ საქმე გავქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, ქვეყნის ინტერესებს. ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ, ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით და რა კარნახიც მოსდის ამა, თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ისე იქცევა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები