კრივოი როგზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 30-ზე მეტი

14 ივნისი კრივოი როგში გლოვის დღედ გამოცხადდა, 12 ივნისს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კრივოი როგში (დნეპროპეტროვსკის ოლქი) საცხოვრებელ უბანზე თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპა, დაშავდა 32 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია. 13 დაშავებული ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ერთის უკიდურესად მძიმე.

მსგავსი თემები