„რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების პრეცედენტი არ არსებობს“- ლილუაშვილი პრემიერის განცხადებაზე

“სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, პრემიერის განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს” – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაცისთან დაკავშირებით, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.

ლილუაშვილი ამბობს, რომ გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები.

„პრემიერმა ბრძანა: მან გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომებიო. ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა? ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების პრეცედენტი “ – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მსგავსი თემები