აშშ უკრაინას კიდევ ერთ სისტემა ,,პატრიოტს” გადასცემს

აშშ-ის პრეიზდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინაში კიდევ ერთი “პატრიოტის” სისტემის გაგზავნას.

New York Times- ს ოფიციალური წყაროები ეუბნებიან, რომ გადაწყვეტილება გასულ კვირას, მაღალი დონის შეხვედრებისა და დებატების შემდეგ მიიღეს. საუბარი ეხებოდა საკითხს, თუ როგორ შეიძლება დააკმაყოფილონ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აშშ-ის საბრძოლო მზადყოფნას.

მეორე სისტემა, როგორც NYT წერს, უკრაინას პოლონეთიდან მიეწოდება. ის შეიძლება განლაგდეს უკრაინაში მომდევნო რამდენიმე დღეში, იმისდა მიხედვით, თუ რა მოვლას ან მოდიფიკაციას მოითხოვს, განაცხადეს ოფიციალური პირები.

უკრაინის პრეზიდენტმა გასული თვის ბოლოს ითხოვა დამატებითი ამერიკული წარმოების პატრიოტის სისტემები, რომელიც მისი თქმით, კიევს დაეხმარება საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში.

მსგავსი თემები