რა ხდება რიკოთზე და გაიხსნა თუ არა მოძრაობა – ახალი ინფორმაცია

ამ დროისთვის, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვიან ღამით აღდგა.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. სამუშაოები დასრულებისთანავე კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგა ორმხრივ რეჟიმში.

 

მსგავსი თემები