,,უკრაინას აქვს გეგმა, როგორ გამოიმუშაოს 1 გიგავატი ენერგია უკვე წელს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, უკრაინის აღდგენი კონფერენციაზე განაცხადა, რომ მის ქვეყანას აქვს ამ წელს 1 გიგავატი ენერგიის გამომუშავების გეგმა და ოთხი გიგავატის მომდევნო წლებში.

,,სწორედ ამ სფეროში ევროპული და განსაკუთრებით გერმანული კომპანიები არიან ტექნოლოგიური ლიდერები და სწორედ ამ სფეროში გვაქვს მკაფიო გეგმა, როგორ ავაშენოთ 1 გიგავატამდე სიმძლავრე ამ წელს და მომდევნო წლებში კიდევ 4 გიგავატი”, – თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის დაბომბვამ გაანადგურდა 9 გიგავატი უკრაინის წარმოების სიმძლავრე, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები მარტში და დასძინა, რომ გასულ ზამთარში უკრაინის მოხმარება დაახლოებით 18 გიგავატი იყო.

,,ამ დროისთვის, რუსეთის ყველაზე დიდი სტრატეგიული უპირატესობა უკრაინასთან არის მისი უპირატესობა ცაში. ეს არის სარაკეტო და ბომბების ტერორი. პუტინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე უკრაინაში არის ენერგეტიკა. ახლა უკრაინა საკუთარ თავზე განიცდის რუსეთის მიერ ენერგეტიკის დესტრუქციულ იარაღად გამოყენებას. რუსული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების დარტყმის შედეგად უკვე განადგურდა ცხრა გიგავატი სიმძლავრე, როდესაც გასულ ზამთარში უკრაინაში ენერგიის მოხმარების პიკი 18 გიგავატი იყო. ასე რომ, ნახევარი ახლა არ არსებობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები