,,აი რა ემართება ევროპარლამენტარს, რომელიც თავისი უშუალო საქმის მაგივრად ჩართულია, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში” – ლევან ნიკოლეიშვილი

,,ქალბატონი ვიოლას მარცხი, სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის, აი რა ემართება ევროპარლამენტარს, რომელიც თავისი უშუალო საქმის მაგივრად ჩართულია, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში, დაბრძანდება უცხო ქვეყნის ანტისამთავრობო მიტინგებზე, პატივს არ სცემს მართლმსაჯულების სისტემას, არ ეთანხმება ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მხარს უჭერს კრიმინალი სააკაშვილის განთავისუფლებას, ფაქტობრივად გაწევრიანებული სხვა ქვეყნის რადიკალურ დაჯგუფებებში”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომლის თქმითაც, „საარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არა, აშშ-ში, ჩვენს დაზვერვასა და CIA-შია, რაღაც ძალიან არასწორად წარიმართა“.

„წუხს ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი, “რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა, საარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არა, აშშ-ში, ჩვენს დაზვერვასა და CIA-შია. “ ქალბატონი ვიოლას მარცხი, სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის, აი რა ემართება ევროპარლამენტარს, რომელიც თავისი უშუალო საქმის მაგივრად ჩართულია, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში, დაბრძანდება უცხო ქვეყნის ანტისამთავრობო მიტინგებზე, პატივს არ სცემს მართლმსაჯულების სისტემას, არ ეთანხმება ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მხარს უჭერს კრიმინალი სააკაშვილის განთავისუფლებას, ფაქტობრივად გაწევრიანებული სხვა ქვეყნის რადიკალურ დაჯგუფებებში.

ამიტომაც ამომრჩეველმა მას უთხრა არა, იმის გამო, რომ ის არ იყო დაკავებული თავისი საქმით, ხოლო ის სხვა საქმე რომელსაც ძალიან დიდ დროს უთმობდა ქალბატონი, შესაძლოა მომავალში ევროპული საგამოძიებო ინსტიტუტების ინტერესის სფეროც აღმოჩნდეს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

მსგავსი თემები