„მჯერა, ფრანგი ხალხი სამართლიან არჩევანს გააკეთებს“-მაკრონი

„მჯერა ფრანგი ხალხის შესაძლებლობების, რომ თავიანთი და მომავალი თაობებისთვის ყველაზე სამართლიან არჩევანს გააკეთებენ“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე.

“ჩემი ერთადერთი ამბიციაა გამოვადგე ჩვენ ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს”, – აცხადებს მაკრონი.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. მაკრონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.

მსგავსი თემები