„ვერ შეგვაშინებთ“- სტუდენტები მიმართვას ავრცელებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ნიკო მანაგაძის ცემასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ამბობენ, რომ მანაგაძეზე თავდასხმა, სხვა სტუდენტების დაშინებას ემსახურება. ახალგაზრდები მოუწოდებენ ლექტორებს,  დადგნენ მათ გვერდით.

„კობახიძის ზონდერებმა ამ გზით სცადეს ნიკო მანაგაძის დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება. ჩვენი პასუხია – ვერ შეგვაშინებთ, კიდევ უფრო მეტი მოვალთ ხვალ. მივმართავთ ლექტორებს, დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით, რომლებსაც რეჟიმი პროდასავლური არჩევანის გამო ფიზიკურად უსწორდება. მივმართავთ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, თამარ ზარანდიას, გამოდით დილის 9 საათზე და დადექით იქ, სადაც თქვენი პროფესორის ღალატის გამო თქვენივე სტუდენტებს ასისხლიანებენ. დუმილი ახალისებს ძალადობას. მოგიწოდებთ ყველას, დადექით ჩვენ გვერდით. ხვალ, დილის 9 საათზე ვიკრიბებით თსუ-ს მეორე კორპუსთან, ერთად დავხვდეთ კობახიძეს” – ამბობენ სტუდენტები.

21 წლის სტუდენტს, ნიკო მანაგაძეს დღეს თსუ-ს კორპუსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სტუდენტური მოძრაობის ლიდერს თავს დაესხნენ

მსგავსი თემები