„წააქციეს და 3-4 წუთის მანძილზე ურტყამდნენ“- თსუ-ს ლექტორი სტუდენტის ცემაზე

„ფაქტი არის ის, რომ შუა ვაკეში, ჭავჭავაძეზე ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თან ჩუმად, უკან მიპარვით“- განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა მაგდა მემანიშვილმა, სტუდენტის ნიკო მანაგაძის ცემასთან დაკავშირებით. როგორც ლექტორი თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობს, ახალგაზრდას თავს 3-4 ადამიანი მოულოდნელად დაესხა.

„ფაქტი არის ის, რომ შუა ვაკეში, ჭავჭავაძეზე ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თან ჩუმად, უკან მიპარვით, თვითმხილველები ასახელებენ 3-4 ადამიანს, რომლებიც იყვნენ შავებში ჩაცმულები, კეპებში, ამ ბიჭს რომელიც იდგა, რომელიც იდგა შუქნიშანთან და ელოდებოდა გადასვლას, ზურგიდან დაესხნენ თავს. თვითმხილველებმა მომიყვნენ, რომ დააგდეს, მოულოდნელი იყო ეს თავდასხმა დაზარებულისთვის, წააქციეს და 3-4 წუთის მანძილზე ურტყამდნენ, კეფაში განსაკუთრებითო, ასე ამბობდნენ თვითმხილველები. მე რომ გამოვედი ლექციიდან, ნიკო იჯდა მიწაზე“ – ამბობს ლექტორი.

სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ლიდერს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

https://mcm.ge/235188/

მსგავსი თემები