მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

შეფერხების შემდეგ თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მეტროში შეფერხება  ძაბვის ვარდნამ გამოიწვია.

“აღნიშნულ ხაზზე სადგურებმა მგზავრთა მომსახურება შეაჩერეს. საჭირო გახდა მეტროსადგურ „წერეთელის“ გვირაბიდან მგზავრების გამოყვანა. ხარვეზის გამოსწორებისა და მგზავრთა გამოყვანის შემდეგ, ყველა სადგური
გაიხსნა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”- აღნიშნულია განცხადებაში.

 

წერეთლის მეტროში მგზავრები გვირაბიდან გამოიყვანეს

მსგავსი თემები