,,ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ,,მეტი მეტისთვის” დამოკიდებულება, მაგრამ ახლა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ გადავიდეთ ,,ნაკლები ნაკლებისთვის” – ჰერჩინსკი

,,ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ,,მეტი მეტისთვის” დამოკიდებულება, მაგრამ ახლა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ გადავიდეთ ,,ნაკლები ნაკლებისთვის”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ სტუდენტებთან შეხვედრისას.

,,ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მუშაობისას ყოველთვის მივდევდით ფილოსოფიას “მეტი მეტისთვის”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. როდესაც პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ, მაშინვე ვცდილობთ ისე გაკეთებას, რომ ეს პოზიტიური რეფორმები საქართველოში დაჯილდოებულ იქნას. ყოველი პოზიტიური ნაბიჯი იქნება უფრო და უფრო მეტი ჩართულობა ჩვენი მხრიდან. და ეს იყო ფილოსოფია, რომელიც გასულ კვირამდე გამოიყენებოდა ჩვენს EU-საქართველოს ურთიერთობებში.

მე აღვნიშნე, რომ ეს იყო დიდი სინანული. და ახლა რისკის ქვეშ ვდგავართ, რომ ფილოსოფიიდან “მეტი მეტისთვის” გადავიდეთ სრულიად სხვა ფილოსოფიაზე “ნაკლები ნაკლებისთვის”. ძირითადად არის რაღაცები, რაც არ მოგვწონს და ახლა ვუყურებთ, სად გავწყვეტთ, სად შევზღუდავთ, სად უკან დავიხევთ და სად გავართულებთ. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში ვამბობ, რომ ეს გულდასაწყვეტია, რადგან ძალიან ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა “მეტი მეტისთვის” დამოკიდებულება, მაგრამ ახლა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ გადავიდეთ “ნაკლები ნაკლებისთვის”.

მე არა ერთხელ განმიცხადებია და გადამიცია შესაბამისი მოწოდებები ევროკავშირშიც, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს და საფასური გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ არ გაუკეთებიათ. პირიქით, ისინი აპროტესტებდნენ და ამ პროტესტს ჩვენ ახლაც ვხედავთ. აქედან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების ალბათობა არის, თუმცა დაბალი, სწორედ იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეეხება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, აქ თამასა მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებმა კონსენსუსით უნდა მიიღონ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სახელებს. ეს სახელები კი წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ, რომელსაც ყველა უნდა დათანხმდეს. მე თუ შემეკითხებით, ინდივიდუალური სანქციების დაწესება ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები