ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მოსწავლის მიმართ ბულინგში სდებენ ბრალს

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მშობელი მოსწავლის მიმართ ბულინგში სდებს ბრალს. მეექვსე კლასის მოსწავლის დედა, ლელა ვერძაძე ამბობს, რომ სკოლის დირექტორი, რომელიც პარალელურად მათემატიკის მასწავლებელია, მოსწავლეს გამუდმებით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

როგორც მან აღნიშნა, იძულებული გახდა ბავშვი სხვა სკოლაში გადაეყვანა. ოჯახმა საჩივრით უკვე მიმართა აჭარის განათლების მინისტრს.

,,სკოლის დირექტორმა, დამრიგებელთან ერთად კლასელების წინაშე განიხილა, რომ ბავშვის და მისი ერთად მუშაობა იქნებოდა შეუძლებელი. თვითონ ბავშვს აღარ აქვს სურვილი იმ სკოლაში ისწავლოს, რადგან მეუბნება, რომ დედა მე მრცხვენია ბავშვების წინაშე, ყოველ დღე შეურაცხყოფას მაყენებს, მე თავს დაჩაგრულად ვგრძნობ, მეშინია იმის ყოველ დღე რა შეიძლება მაკადროს მასწავლებელმა”, – ყვება მშობელი.

სკოლის დირექტორი, ნატალია გოგუაძე კი უარყოფს, რომ მისი მხრიდან ბავშვზე ზეწოლა იყო.

მსგავსი თემები