მოსკოვი დასავლეთის წინააღმდეგ რეაგირებას განიხილავს

„გავაუმჯობესებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა გავანადგუროთ რაკეტები“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

მისი შეფასებით, თავდასხმები დასავლელი სპეციალისტების მიერაა განხორციელებული.

„რა უნდა გავაკეთოთ საპასუხოდ? გავაუმჯობესებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა გავანადგუროთ რაკეტები. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მსგავსი იარაღის მიწოდება საბრძოლო ზონაში შესაძლებელია ჩვენ ტერიტორიებზე თავდასხმისთვის,  რატომ არ გვაქვს უფლება, მივაწოდოთ იმავე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელდება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას რუსეთთან მიმართებაში აკეთებენ? როგორც ეს ქვეყნები იქცევიან, არის პირდაპირი ჩართულობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმედოთ იგივე გზით. მთლიანობაში, ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს“, – განაცხადა პუტინმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის თხოვნაა, რომ დასავლეთმა, უფლება მისცეს, მიწოდებული იარაღი რუსეთის იმ „თავდასხმის ობიექტებზეც“  გამოიყენოს, საიდანაც მასზე იერიში ხორციელდება.

 

მსგავსი თემები