რუსეთმა, შესაძლოა, სხვა ქვეყნებს დასავლეთზე დასარტყმელად იარაღი მიაწოდოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების მიწოდება და უფლების მიცემა, რომ ისინი გამოყენებული იყოს რუსეთის შიგნით თავდასხმებისთვის არის “საშიში ნაბიჯი”, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოსკოვის მიერ სხვა ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდება.

,,თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შესაძლებელია ასეთი იარაღის გაგზავნა საბრძოლო ზონაში, რათა ჩვენს ტერიტორიაზე დარტყმები მოხდეს და შეგვექმნას პრობლემები, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება გავაგზავნოთ ჩვენი იგივე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ?” – თქვა პუტინმა.

მან გამოყო გერმანია, და თქვა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდება პირველი დარტყმა იყო რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებისთვის, მაგრამ რუსეთის შიგნით რაკეტების გამოყენების ნებართვა კიდევ უფრო უარესი.

,,ახლა, როცა ამბობენ, რომ კიდევ რამდენიმე რაკეტა გამოჩნდება, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებს დაარტყამს. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ანგრევს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს”, – თქვა მან.

პუტინის თქმით, რუსეთი გააუმჯობესებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს შემომავალი რაკეტების განადგურების მიზნით.

მსგავსი თემები