“ნატალია საბანაძემ სცადა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობის გამართლება”- სააკაშვილი

“ნატალია საბანაძემ სცადა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობის გამართლება, თუმცა კონგრესმენ სტივ კოენისგან მიიღო ღირსეული პასუხი ჩემი უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

სააკაშვილი ამბობს, რომ მას რამდენიმე კონგრესმენმა დაუჭირა მხარი.

„გუშინ ამერიკის კონგრესში რამდენიმე კონგრესმენმა დამიჭირა მხარი. ასევე ძალიან ობიექტური იყო ელჩი უილიამ კორტნიც. და ვინ გაამართლა ჩემ მიმართ მიმდინარე უსამართლობა? იმავე ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ივანიშვილის პოლიტიკას იქამდე, ვიდრე პრემიერ გახარიასთან ასოცირების გამო, არ გაუშვეს ელჩობიდან – ნატალია საბანაძემ. უფრო სწორედ, მან სცადა გამართლება, თუმცა კონგრესმენ სტივ კოენის მხრიდან მიიღო კიდევაც ღირსეული პასუხი, ჩემი უფლებების დარღვევაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე“ – ამბობს სააკაშვილი.

აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, რომელზეც ე.წ. მოწმის სახით იყო მიწვეული  ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ საბანაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდე მერყეობს.

მსგავსი თემები