„ჩინეთს უხდიან მადლობას იმისთვის, რომ მან რეზოლუციას კიდევ ერთხელ არ დაუჭირა მხარი“- ბოკერია

„ჩინეთს უხდიან მადლობას იმისთვის, რომ მან ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, 2009 წლიდან მოყოლებული თავი შეიკავა და არ დაუჭირა ამას მხარი“-ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციაზე ჩინეთის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავებას.

ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს ნორმალური ხელისუფლება არ ჰყავს.

„საქართველოს ნორმალური ხელისუფლება რომ ჰყავდეს, მისი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებული ქართველების დაბრუნების მხარდაჭერის გაზრდა და ამის მაგივრად, ისინი ჩინეთს უხდიან მადლობას იმისთვის, რომ მან ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, 2009 წლიდან მოყოლებული თავი შეიკავა და არ დაუჭირა ამას მხარი.

სხვათა შორის, ივანიშვილის რეჟიმის დროს, 2022 წელს მან წინააღმდეგ მისცა ხმა და ბოლო ორი წელია ისევ, მხარს არ გვიჭერს და აქედან ჩანს, რა სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც გამოცვლის გარდა არაფერი უშველის“- ამბობს ბოკერია.

 

მსგავსი თემები