„გერმანია უკრაინაში სამხედროებს არ გააგზავნის, მაგრამ 2029 წლისთვის მზად უნდა იყოს ომისთვის“- გერმანიის თავდაცვა

„გერმანია არ აპირებს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, თუმცა გერმანიის არმია 2029 წლისთვის მზად უნდა იყოს ომისთვის“-ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ აუცილებელია სამხედრო სამსახურის ახალი ფორმა, რომელიც არ შეიძლება, სრულიად თავისუფალი იყოს ვალდებულებისგან.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც შემაკავებლებმა, რათა თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი. საგანგებო სიტუაციებში გვჭირდება ძლიერი ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ, დაიცვან ეს ქვეყანა”- აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ 2011 წელს სამხედრო გაწვევა შეაჩერა.

 

მსგავსი თემები