„მე მას ვპატიობ“- სლოვაკეთის პრემიერი თავდამსხმელს არ უჩივლებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მასზე თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ თავდამსხმელი სლოვაკეთის ოპოზიციონერი აქტივისტია. პრეზიდენტის განცხადებით, ის სიძულვილს არ განიცდის და არ აპირებს სასამართლოში ჩივილს. არც  კომპენსაციას მოთხოვს. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მკურნალობას სახლში აგრძელებს.

„ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წავა, ეტაპობრივად, მე შევძლებ დავუბრუნდე სამსახურს ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში. მე მას ვპატიობ, საკუთარ თავში გაერკვიოს, რა გააკეთა და რატომ” -განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

59 წლის რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. სლოვაკეთის პრემიერს ოთხჯერ ესროლეს. თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ცინტულა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

მსგავსი თემები