“ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია”- მაიკლ როთი

„საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ ენდობა და შეურაცხყოფას აყენებს“- წერს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

როთი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია.

„საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ ენდობა და შეურაცხყოფას აყენებს. ქართველები, რომლებიც თავისუფალი ევროპული საქართველოსთვის ქუჩებში გამოდიან, არა „უცხოური ძალების“ მარიონეტები, არამედ მამაცი დემოკრატები არიან. აშკარაა, რომ ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია“ – წერს მაიკლ როთი.

მსგავსი თემები