,,ნიღბები ჩამოხსნილია, ეს კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს” – ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა უცხოური აგენტების კანონს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ ის არის ქვეყნის მიმართულების შეცვლის სიმბოლო.

„ნიღბები ჩამოხსნილია. უცხოური აგენტების კანონით საქართველო მიდის არა ევროკავშირისკენ, არამედ პირიქით.

კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს. ეს არის ის, რასაც ხაზს ვუსვამდი საუბრისას”, – წერს დიპლომატი.

შეგახსენებთ, რომ მარგუს ცაჰკნა ლატვიის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად 15 მაისს თბილისში იმყოფებოდა. 4 ქვეყნის დიპლომატიური უწყების პირველი პირები სწორედ უცხოური აგენტების კანონთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და ქართველ ხალხს და ქვეყნის ევროპულ გზას მხარდაჭერა გამოუცხადეს. იქამდე კი ოფიციალური შეხვედრები გამართეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, არ მიეღო კრემლის ინტერესებით ნაკარნახევი კანონი.

მსგავსი თემები