,,აბსოლუტური არასერიოზულობა იქნება ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი არის გადასარევად” – თეა წულუკიანი

„აბსოლუტური არასერიოზულობა იქნება ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი არის გადასარევად. ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ტოტალური შტურმი“, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა,  თეა წულუკიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„მთელი ეს პოლიტიკური ხელისუფლება და პირველ რიგში, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი 84 ადამიანი, რომელმაც ამხელა ზეწოლის მიუხედავად, თავისი დამოუკიდებელი კანონმდებლის ფუნქცია შეასრულა და აჩვენა, რომ საქართველო გაბედული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ეს მათ აჩვენეს და ზოგიერთისთვის ეს ყოფილა დიდი ცოდვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები