მოქალაქე, რომელსაც ნინო წილოსანი ,,ადევნებაში” ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს

მოქალაქე, რომელსაც ,,ოცნების”დეპუტატი ნინო წილოსანი ,,ადევნებაში” ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც დავით კუპრავა Facebook-ზე წერს, მან გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

,,დამიბარეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე ნინო წილოსანის ადევნების ფაქტზე. ვნახოთ, რა იქნება. არა რუსულ რეჟიმს!

update: უარი განვაცხადე გამოძიებაში ჩვენების მიცემაზე და მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა! სიმართლე და მტკიცებულებები ჩემს მხარეს არის. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს რეჟიმია, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების პროტესტის ეშინია”, – წერს კუპრავა.

წილოსანმა კუპრავას შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივლა, რადგან პარტიულ ტელევიზიებთან კომენტარის დროს მოქალაქემ მას მანქანიდან მოღალატე დაუძახა. წილოსანი ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს “ადევნებას”. ის შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. იქიდან გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ იძულებულია ,,საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს”.

მსგავსი თემები