,,დაღალე რეჟიმი!” – 5 ივნისს პარლამენტის წინ აქცია გაიმართება

ახალგაზრდული მოძრაობა ,,დაფიონი” ხვალ, 5 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქციას აანონსებს.

,,ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც ,,ოცნება” აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს.

გელოდებით პარლამენტის წინ!”, – წერს მოძრაობა ,,დაფიონი”.

მსგავსი თემები