ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო

დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. პირველი ქვეყანა, სადაც ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება უკვე აქვთ, ესტონეთია. ესტონეთს 720 ადგილიან ევროპარლამენტში შვიდი დეპუტატი ეყოლება.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა საერთოდ ვერ ხვდება და არ ანაღვლებს ევროპარლამენტის არჩევნები. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში მოქალაქეები უმთავრესად შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გააკეთებენ არჩევანს

„ბალტიისპირეთშიც კი, სადაც რუსეთიდან მომავალი საფრთხე არჩევნების შედეგზე სავარაუდოდ დიდ ზეგავლენას მოახდენს, მოქალაქეებს ძირითადად მათი ქვეყნის ბედი აღელვებთ და არა –  ევროკავშირის დიდი გეოპოლიტიკა“, – აღნიშნულია სტატიაში.

მსგავსი თემები