„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღეს ბევრი ადამიანი მოვიდეს საარჩევნო უბანთან“ – აქუბარდია

„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღეს ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩევნო უბნებთან, ერთობით და მთავარი იდეით, რასაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია“, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქცია-კონცერტის პარალელურად განაცხადა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძოდა მართლმსაჯულების პირისპირ მარტო არ დარჩეს.

,,რუსული კანონის” მიღების შემდეგ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მოქალაქეებში იმედგაცრუება, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში კანონს აპროტესტებდნენ. ისინი მარტო არ უნდა დავტოვოთ, უსამართლო სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოს მეშვეობით შექმნა. მეც დღეს აქ ვარ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთ კონსტიტუციურ უფლებად იყენებდნენ და კანონს აპროტესტებდნენ გვერდში დავუდგეთ და თავი დამარცხებულად არ ვაგრძნობინოთ. “ქართული ოცნება” ისტერიკაში და შეშინებულა, ამაზე ის ტერორიც მეტყველებს, რომელიც კანონის მიღების შემდეგ ვნახეთ. ამ ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღეს ბევრი ადამიანი მივიდეს საარჩევნო უბნებთან, ერთობით და მთავარი იდეით, რასაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია”, – განაცხადა აქუბარდიამ.

მსგავსი თემები