„ვისაც სისტემა დაჩაგრავს საზოგადოება დაეხმარება“- თბილისში საქველმოქმედო კონცერტი დაიწყო

პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი დაიწყო. საქველმოქმედო კონცერტი – „ევროპული მომავლისთვის“ 22:00 საათზე დაიწყო. კონცერტის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა, კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება. როგორც ცნობილია, სპეციალურად ამისთვის ანგარიშის ნომერია შექმნილი, სადაც მოქალაქეებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.

აქცია-კონცერტის მონაწილეები ამბობენ, რომ საზოგადოება ყველას დაუდგება გვერდში, ვისაც სისიტემა დაჩაგრავს.

„ეს არის სოლიდარობის კონცერტი, რითიც გვინდა, რომ ვაჩვენოთ არავინ არ დარჩება ყურადღების მიღმა და საზოგადოება ყველას დაეხმარება ვისაც დაჩაგრავს სისტემა“- ამბობს ნინო ლომჯარია.

მსგავსი თემები