„იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს“- ნინო ლომჯარია

„ხალხის რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა – იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს“- განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარია  საქველმოქმედო აქცია-კონცერტს დაესწრება, რომელის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა.

“ვფიქრობ, ხალხის რუსულ ხელისუფლებასთან ბრძოლის პირველი რაუნდი ხალხის უპირატესობით დასრულდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც უკანონოდ დაიჩაგრა საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი მათ მიმართ სოლიდარულები ვართ. დღეს სოლიდარობის დღეა. უპრეცედენტო ინტერესი იყო მუსიკოსების მხრიდან. მადლობა მათ. იმედი მაქვს, შეგროვდება თანხა, რითაც დავეხმარებით უკანონოდ დაჯარიმებულებს და ყველას, ვისაც ზიანი მიიღო და დახმარება სჭირდება”- აღნიშნა ლომჯარიამ.

 

 

მსგავსი თემები