ინდოეთი ჯოჯოხეთურმა სიცხემ მოიცვა – იღუპებიან ადამიანები

ექსტრემალური სიცხის გამო ინდოეთში ადამიანები იღუპებიან, ცხოველები და ფრინველები გონებას კარგავენ. ზოგიერთ ქალაქში ტემპერატურა +45 გრადუსს აჭარბებს, სიცხისგან ათობით ადამიანი უკვე გარდაიცვალა.

დელიში 29 მაისს დაფიქსირდა რეკორდული სიცხე +52,9 C. BBC-ის იფნრომაციით, სიცხისგან ქალაქში ჩიტები და გარეული მაიმუნები გონებას კარგავენ. გარდა ამისა, წყლის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა იმის გამო, რომ მდინარეები დაშრა, წყლის დეფიციტი იქმნება. ამის გამო დედაქალაქში წყალმომარაგების საჯარო პუნქტები მოეწყო.

ქვეყნის ზოგიერთ რაიონში სწავლა შეჩერებულია, ქუჩები ცარიელია, მაღაზიები დაკეტილია და ხალხი გარეთ გასვლას ერიდება.

მსგავსი თემები