,,რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია” – მაიკლ როთი

,,რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია”, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს. მისი თქმით, ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მორწმუნეები კრიტიკას უნდა შეეგუოს.

„რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. დემოკრატია ასე მუშაობს. ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მორწმუნეები უბრალოდ კრიტიკას უნდა შეეგუონ. ამასთან პრობლემა ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს: ჩემს შემთხვევაში, ქართულ მართლმადიდებლობას და ისევ და ისევ ისლამს“, – წერს მაიკლ როთი.

მსგავსი თემები