„უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, გადავწყვიტეთ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი“- გომელაური

„იცით თუ რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა. მე ვფიქრობ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდეთ და ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით“- განაცახდა შს მინისტრმა ვახტანგ გომელურმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დაპატიჟეს, რადგან უხერხულობა არ შექმნილიყო, მათ შორის პოლიციელებთანაც.

„მე არ მაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ დავპატიჟო პრეზიდენტი, არც კანონითაა ვალდებულება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს პოლიციელის მკვლელი. მკვლელობის მცდელობაზე იყო ხომ? ცოცხლად წვავდა. აქედან გამომდინარე უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, მათ შორის პოლიციელებთანაც გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი“ – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები