ბოლო 20 დღეა, ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურში ხანძრის შესახებ ცრუ შეტყობინებები შედის

ბოლო 20 დღეა, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებიდან, სახანძრო-სამაშველო სამსახურში, ხანძრის შესახებ ცრუ შეტყობინებები შედის.

არსებული ინფორმაციით, მანამდე ზარები კვირაში დაახლოებით 2-3-ჯერ შედიოდა. ზარის ავტორები ყოველ ჯერზე სხვადასხვა კორპუსის ნომერს უთითებენ და ამბობენ, რომ ალმოდებულ ბინაში ბავშვები ან მოხუცები არიან დარჩენილები.

ზარის ავტორი, ამ დროისთვის, იდენტიფიცირებული არ არის, შესაბამისად დაუდგენელია არის თუ არა ზარების ავტორი ერთი ან რამდენიმე სხვადასხვა პიროვნება.

მსგავსი თემები