„ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს“ – ვიქტორ ორბანი

„ნატო ჩვენი დაცვის ნაცვლად, გვითრევს ჩვენ, წევრ ქვეყანას, მსოფლიო ომში. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც მეხანძრე, რომელიც ხანძრის ჩაქრობას, ცეცხლის გამშვები აღჭურვილობით ცდილობს“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები, რომლებიც მოიცავს დასავლური იარაღით უკრაინელი სამხედროებისთვის რუსულ ობიექტებზე თავდასხმის ნებართვას, „შემაშფოთებელია“ და ნატო-ს ომთან აახლოებს.

ცნობისთვის, მაისის დასაწყისში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყანაა, არ მიიღებს მონაწილეობას ალიანსის გრძელვადიან გეგმაში უკრაინის დასახმარებლად.

მსგავსი თემები