„დაე, ხალხმა გამოიტანოს თავისი განაჩენი ნოემბერს“ – ვიქტორ ორბანი

„დაე, ხალხმა გამოიტანოს თავისი განაჩენი ნოემბერს, განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო“, – ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს.

„მე ვიცნობ დონალდ ტრამპს, როგორც ღირსეულ ადამიანს. როგორც პრეზიდენტი, ის ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა ამერიკას, მას პატივს სცემდნენ მთელ მსოფლიოში და ის იყენებდა ამ პატივისცემას მშვიდობის დასამყარებლად. დაე, ხალხმა გამოიტანოს თავისი განაჩენი ნოემბერს. განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო”, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ.

ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. ვერდიქტის გამოსატანად ნაფიცი მსაჯულების მხრიდან ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო საჭირო. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.

მსგავსი თემები