ალტაიში რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის სახლი დაიწვა. მედიის ცნობით, მის ქვეშ დიქტატორის ბუნკერია განთავსებული. ინფორმაციას გამოცემა Siren-ი ავრცელებს.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ეს შენობა არის სანატორიუმი და საკურორტო კომპლექსი “ალტაისკოე პოდვორიე”, რომელიც “გაზპრომს” ეკუთვნის. სინამდვილეში, კომპლექსი არის სპეციალურად დაცული ობიექტი, რომელიც განკუთვნილია რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების დასასვენებლად.