„მსოფლიო უყურებს მანიაკის, ფსიქოპატის და სისხლით მკვებავი ვამპირის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბარბაროსობას”- ერდოღანი

“მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს პაციენტის, მანიაკის, ფსიქოპატის და სისხლით მკვებავი ვამპირის, სახელად ბენიამინ ნეთანიაჰუს ბარბაროსობას”- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსოფლიო ვერ იპოვის მშვიდობას, ვიდრე გენოციდის მომწყობი დამნაშავეები კანონის წინაშე არ გასამართლდებიან.

„მსოფლიო არ დაივიწყებს გარდაცვლილ ჩვილებს, ბავშვებს და უდანაშაულო მოქალაქეებს. ეს ბარბაროსობა, რომელიც სამიზნეში იღებს საავადმყოფოებს, უნივერსიტეტებს, მეჩეთებს, ეკლესიებსა და ლტოლვილთა ბანაკებს, არ იქნება დავიწყებული. ეს სისასტიკე, რომელმაც განზრახ მოკლა ჟურნალისტები და მეცნიერები, არ იქნება დავიწყებული. ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელის ადმინისტრაცია და სიონისტური ლობი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულების სასამართლოზე და მოსამართლეებზე ღია მუქარით. მათ ამის საშუალება არ უნდა მიეცეთ. ისრაელს ხელი უნდა შეეშალოს სამართლიანობის გამოვლინების ბოლო ნატეხის განადგურებაში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები