„აშშ გეგმავს ქმედებებს მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს “ – ჯულიან სმიტი

„ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ მოისმინოს ხალხის ნება და ამის მიხედვით განავითაროს პოლიტიკა“-ამის შესახებ ნატოში აშშ-ს ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხალხის მტკიცე სურვილია ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება.

„ძალიან ცხადია, რომ საქართველოს ხალხს მტკიცედ სურს დასავლური ინსტიტუტებისკენ მოძრაობა, მათ აქვთ ღრმად გამჯდარი რწმენა, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირში და ასევე ნატო-ში გაწევრიანება. ეს ჩანს, როგორც საქართველოში უახლოეს ხანში ან წარსულში ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებში, ასევე იმ კადრებით, რომლებშიც ვხედავთ ათობით ათას, ყველა ასაკის ადამიანებს, რომლებიც გამოდიან ქუჩებში და ამით ეწინააღმდეგებიან უცხოური ჩარევის კანონს, გამოხატავენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე სურვილს. რთულია, ვერ შეამჩნიო, რა სურს ქართველ ხალხს“ – აცხადებს სმიტი.

მისივე შეფასებით, აშშ გეგმავს გარკვეულ ქმედებსბს იმ პირთა მიმართ, ვიც ძირს უტხრის დემოკეატიულ პროცესებს.

„სწორედ ამ მიზეზით, აშშ-მა დაგმო უცხოური ჩარევის კანონის მიმართულებით მოძრაობა და ის, რა მიმართუოებითაც წავიდა „ქართული ოცნება“ უკანასკნელ კვირებში. თქვენ მოისმინეთ, რომ აშშ გეგმავს ქმედებებს მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და მუშაობს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ საქართველოს შიგნით. კერძოდ, გადავხედავთ სავიზო პოლიტიკას. თქვენ მოისმინეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება ამის შესახებ. ასე რომ, აშშ-ის პოზიცია მკაფიოა და შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გზავნილები ისმის ნატო-ს სხვა წევრებისგან. ანალოგიური გზავნილები მოისმინეთ ევროკავშირისგანაც. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ მოისმინოს ხალხის ნება და ამის მიხედვით განავითაროს პოლიტიკა. სწორედ ამისკენ ვუბიძგებთ „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ჯულიან სმიტმა“.

მსგავსი თემები