,,პრეზიდენტი დიდი ხანია არ ახმოვანებს არც ჩვენს კონსტიტუციას, არც ჩვენი ხალხის ნება-სურვილს” – ზარქუა

,,პრეზიდენტი დიდი ხანია არ ახმოვანებს არც ჩვენს კონსტიტუციას, არც ჩვენი ხალხის ნება-სურვილს, ის ვიწრო ჯგუფის, უსამშობლოებისა და გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ყველა არჩევნებს არქმევენ რეფერენდუმს და ამ რეფერენდუმზე ყოველთვის აგებს. ხალხი ყოველთვის ირჩევს იმ ძალას, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, რომელიც არის ქართული ეკლესიის მხარეს, მართლმადიდებლობის მხარეს, რომელიც არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხარეს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვება შესთავაზა.

მსგავსი თემები