,,დასავლელი პარტნიორები ქმედებაზე გადადიან” – თეონა აქუბარდია

,,ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც თვე-ნახევრის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” მოუწოდებდნენ, რომ არ მიეღოთ კანონი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს დაასრულებდა, დღეს ქმედებაზე გადადიან“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ქმედება აუცილებლად იქნება გამოხატული აშშ-ის მიერ სანქციებით, რასაც “ქართული ოცნება” პირადად იგრძნობს. მისი თქმით, ეს აისახება საქართველოს ბიუჯეტზეც.

,,ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც თვე-ნახევრის განმავლობაში „ქართულ ოცნებას” მოუწოდებდნენ, რომ არ მიეღოთ კანონი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს დაასრულებდა, დღეს ქმედებაზე გადადიან. ეს ქმედება აუცილებლად იქნება გამოხატული აშშ-ის მიერ სანქციებით, რომლის კანონი როგორც კონგრესში, ასევე სენატში დაინიცირებულია და ამას “ქართული ოცნება” პირადად იგრძნობს და მეორე, ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება საქართველოს ბიუჯეტზე, რომლის დიდი ნაწილი დასავლური ფინანსებისგან და მხარდაჭერისგან შედგებოდა.

მაშინ, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი გეუბნება, რომ პარტნიორობა დასრულდება, სტრატეგიული პარტნიორობა აღარ იქნება ჩვენი ჯარის, ეკონომისთვის და დემოკრატიისთვის, ეს ბუნებრივია ძალიან დიდი დარტყმაა, რაც “ქართული ოცნების” მიზანიცაა”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი თემები